იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომის პაპ ლეოსთან სატელეფონო საუბარი გამარათა და განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პლატფორმა უზრუნველყოს.
ამის შესახებ ნათქვამია იტალიის მთავრობის მიერ გარცელებულ განცხადებაში.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მანამდე ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ერთობლივი საუბარი შედგა, რის შემდეგაც მელონის სთხოვეს, გაერკვია წმინდა საყდრის მზადყოფნა ვატიკანში მოლაპარაკებების ჩასატარებლად.
„მას შემდეგ, რაც წმინდა მამისგან მიიღო დადასტურება მხარეებს შორის ვატიკანში შემდგომი მოლაპარაკებების მასპინძლობის მზადყოფნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ღრმა მადლიერება გამოხატა პაპ ლეოს მიმართ მისი ღიაობისა და მშვიდობისადმი მუდმივი ერთგულებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.