ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე "Euroscope"-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ ივანიშვილის მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, "წინსვლას ვერ შევძლებთ".
ასევე, ევროკომისარმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მოუწოდა, ევროპული ღირებულებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლონ.
"გზავნილი "ქართული ოცნებისთვის" ასეთია: მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას ვერ შევძლებთ. ქართველ ხალხს კი მოვუწოდებთ იყოს მტკიცედ, იბრძოლოს ევროპული ღირებულებების დასაცავად. ჩვენ თქვენზე ვართ დამოკიდებული"- თქვა მარტა კოსიმ.