აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი, ხუთშაბათს სტამბოლში გაემგზავრებიან, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.
აღნიშნულ ინფორმაციას Reuters საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, CNN იუწყება, რომ დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობა კვლავ ღია საკითხად რჩება, რაც წყაროსთქმით, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა ტრამპი მოლაპარაკებებს, აშშ-ის ელჩი უკრაინაში კიტ კელოგი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებზე დასასწრებად სტამბოლში გამგზავრებას გეგმავენ.
გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმირ პუტინს თურქეთში 15 მაისს.