კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი.
ეს არის უმადური რუსის ბოდვა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას, სდებს ბრალს იმაში, რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს: კორუფცია, ჩაგვრა, ანტიდასავლური კანონი,ხალხის წინააღმდეგ ომი, საქართველოს იზოლაცია და დაუცველად დატოვება
არავითარ „გადატვირთვაზე“ არ არის საუბარი! თავად წერილია გადატვირთული რუსული პროპაგანდით. ის იმეორებს ყველა რუსულ კონსპირაციას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც 1991 წლიდან იცავს ჩვენს თავისუფლებას;
ითხოვს პასუხს იმაზე, რატომ სჯიან კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც ფული ურჩევნია თავისუფლებას და ძალაუფლება – საკუთარ ხალხს.
ეს წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის.
ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება. გაყიდული ქვეყანა, გაყიდული მომავალი, უფრო დაუცველი ხალხი – ესაა კობახიძის წერილის მიზანი.
მაგრამ ჩვენ ივანიშვილს უნდა ვუთხრათ მკაფიოდ:
საქართველო არ არის კობახიძე!
საქართველო არ არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბანდა!
საქართველო არის:
• ახალგაზრდობა, ხალხი რომელიც ქუჩაში იცავს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს;
• მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ: არ გვინდა რუსული ჭაობი!
თავისუფლების წყარო არის ხალხში, რომელიც არ გაჩერდება სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი, დაცული და ევროპული!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.