ჰამასმა კვირას, 11 მაისს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში, ტყვეობიდან ამერიკელ მძევალს, ედან ალექსანდერს გაათავისუფლებენ, რომელიც ღაზის სექტორში ტყვეობაში 550 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ჰამასის მოლაპარაკებების გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყვნენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან და ამ კომუნიკაციების შემდეგ გაათავისუფლებენ ედან ალექსანდერსს.
მათივე განცხადებით, ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯების ნაწილი, რის შედეგადაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევა.
მედიის ცნობით, ღაზაში ჰამასის მეთაურმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ ალექსანდერის გამოშვებაში მონაწილეობას ერთობლივად კატარი, ეგვიპტე და თურქეთი იღებდნენ.
ალექსანდერი ერთადერთი ცოცხალი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც კვლავ ჰამასის ტყვეობაში იმყოფება. მისი გათავისუფლება, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ კვირაში დაგეგმილ ვიზიტამდე მოხდება.