11 მაისს, რომის პაპმა ლეო XIV ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო წირვა აღავლინა.
ლეო XIV-მ მოუწოდა უკრაინაში „გულწრფელი და ხანგრძლივი მშვიდობის“ დამყარებისა და ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ასევე მძევლების გათავისუფლებისკენ. იუწყება Associated Press
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ზავის დადებას.
„აღარასდროს უნდა იყოს ომი!“ - თქვა პაპმა,
პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ გულით ატარებს „საყვარელი უკრაინელი ხალხის ტკივილს“ და მოუწოდა მოლაპარაკებებისკენ „გულწრფელი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად.
მან აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო „ნაწილობრივ მესამე მსოფლიო ომს“ გადის.