რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ღაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „ტასი“ წერს, თურქეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს.
„განხილული იყო თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები. პრეზიდენტი ერდოღანი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებას რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ და გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა, მიიღოს მოლაპარაკებები, რომლებიც ხანგრძლივ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს“, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„მშვიდობის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ პირობებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.