ფარცხალაძის წითელ მოედანზე გამოჩენა მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იმართება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ქვეყნის მართვის სადავეები "ქართული ოცნების" ხელშია, საქართველოს ეროვნული ინტერესები მუდმივად შელახული იქნება.
"9 მაისს ფარცხალაძის ვიზიტი და გამოჩენა წითელ მოედანზე, კრემლის ტრიბუნებზე პუტინთან ერთად, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც "ლელო" და ჩვენი ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ: ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი იმართება კრემლიდან, ის დავალებებს ღებულობს და ემსახურება კრემლის და პუტინის ინტერესებს, "ლელო" ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას, საქართველოს მართვის სადავეებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების იქნება მუდმივად შელახული, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა.