ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა, რომელმაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში ვიდეოჩართვის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოოდ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა დაიწყო.
მიხალის თქმით, აშშ-სა და ევროპის პოზიციები რუსეთზე ზეწოლის საკითხში კვლავ თანხვედრაშია.
„ჩვენ ალბათ მივაღწიეთ იმ წერტილს, როდესაც აშშ, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის სურვილითა და სანქციების აღსრულების შესაძლებლობით, ევროპა და უკრაინა, ერთად მოქმედებას იწყებენ და ამ ზეწოლის გამოყენების წერტილი ახლა რუსეთისკენ გადაინაცვლებს“, - თქვა მან.
ესტონეთის პრემიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მოუთმენელი ხდება ამ რუსული „თამაშების“ მიმართ“.
შეგახსენებთ,10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.