საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კომენტარი გააკეთა კრემლის მეთაურის, ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებები გამართვის შესახებ. იუწყება Le Figaro.
მაკრონმა აღნიშნა, რომ პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების იდეა „პირველი ნაბიჯია“, მაგრამ „ეს საკმარისი არ არის“.
"უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უნდა უძღოდეს წინ", - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, პუტინის წინადადება აჩვენებს, რომ ის „ეძებს გამოსავალს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს“.
შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს დროის გაჭიანურების ტაქტიკა, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, დიახ, ასეა“.
შეგახსენებთ,10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.