რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა უკრაინისა და მოკავშირე ქვეყნების 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უპასუხა.
მან ასევე გამოთქვა აღშფოთება მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების მუქარის გამო.
„მაკრონს, მერცს, სტარმერს და ტუსკს კიევში მშვიდობის საკითხი უნდა განეხილათ.
ამის ნაცვლად, ისინი რუსეთს ემუქრებიან. ან ზავი, რათა ბანდერას ურდოებს ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, ან ახალი სანქციები. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ჭკვიანურია, არა? ეს სამშვიდობო გეგმები გაიკეთეთ პანგენდერ უკანალებში!“ - დაწერა მედვედევმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს.