ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წევრებისთვის არ გაუგზავნიათ.
"ეს ღია ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ. ალბათ თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში ჩვენი პოსტერები, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად.
მართლები ვართ, რომ არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა - არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის პირადი მოწვევა არ გაგვიკეთებია. ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა ასეთია, სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი და ეს განპირობებულია ხელისუფლების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებით. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რეალობა", - განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.