რომის ახალი პაპი ამერიკელი რობერტ პრევოსტი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, როდესაც პაპი ამერიკელი კარდინალი გახდა. სახელად მან ლეო XIV აიღო.
სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი დღეს საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის პაპი არჩეულია. მისი ვინაობა კი ახლა გახდა ცნობილი.