ნაციზმზე გამარჯვების დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა.
„დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, ყველა მათთან ერთად, ვინც 80 წლის წინ სიცოცხლისთვის იბრძოდა, რათა ბოროტება დამარცხებულიყო, რათა „აღარასდროს“ მომხდარიყო.
სამწუხაროდ, სამი წლის წინ ეს ისევ მოხდა და ისევე, როგორც ადრე, კიევის თავზე კვლავ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა და ბოროტება კვლავ დადგა ჩვენს უკრაინულ მიწაზე.
24 თებერვლის დილით კრეშჩატიკი ცარიელი იყო - არც მანქანები და არც ხალხი.
ხედავთ, აქ ახლა სიცოცხლეა. სამი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიმართვის ჩაწერის დროს, აქ იდგა დამწვარი რუსული ტექნიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აგრესორი სახელმწიფოს დედაქალაქში იქნება ტანკების კოლონები, მკვლელების მსვლელობა, , ნახევრად მკვდარი სახეები, რომლებიც ამ მსვლელობას ზემოდან მიიღებენ.
„თქვენ გაიმეორეთ. თქვენ გაიმეორეთ მთელი ეს ბოროტება. უკრაინამ ეს ნახა. მთელმა მსოფლიომ ნახა. ხვალ ნაცისტების მხეცობებზე ილაპარაკებს ადამიანი, ვინც ბუჩაში ძმათა სასაფლაოს მოწყობის ორგანიზატორია. და ისინი, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო, ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ. ცინიზმის აღლუმი გაიმართება. უბრალოდ, სხვანაირად ვერ აღვწერ. სიცრუისა და ტყუილის აღლუმი. თითქოს ნაციზმი არა ათობით მოკავშირე სახელმწიფომ, არამედ თავად პუტინმა დაამარცხა. თითქოს მან საკუთარი ხელით აღმართა გამარჯვების დროშა ბერლინში, რაიხსტაგზე.
„მადლობა ღმერთს, უკრაინა ამ ყველაფრიდან, ამ ჭაობიდან თავი დააღწია, მადლობა ღმერთს, უკრაინას არ დავიწყებია, რომ 80 წლის წინ ათობით ერი იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
8 მაისს აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად აღლუმი ტარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.