მოსკოვში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
პუტინმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა მეორე მსოფლიო ომში 80 წლის იუბილეს რუსეთთან ერთად აღნიშვნის გადაწყვეტილებისთვის. მან გამოთქვა მზადყოფნა, კვლავ ეწვიოს ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით.
მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი ურთიერთობებს ავითარებენ თავიანთი ხალხების საკეთილდღეოდ და არა სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობით. მისი თქმით, პეკინი და მოსკოვი მზად არიან დაიცვან მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ სიმართლე. ჩინეთის ლიდერის 80 წლის წინ, რუსმა და ჩინელმა ხალხებმა, მძიმე დანაკარგების ფასად, მოიპოვეს დიდი გამარჯვება, რითაც უდიდესი ისტორიული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა და კაცობრიობის პროგრესის საქმეში.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარებობს.