ვარშავის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად ერტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა.
მედიის ცნობით, ინციდენტი 7 მაისს, საღამოს მოხდა.
ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს თავს დაესხა.
შედეგად, ერთი ქალი დაირუპა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა.
ვარშავის პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, რომელიც 22 წლის პოლონეთის მოქალაქე აღმოჩნდა. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
ინციდენტთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 8 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა.