აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის მიერ პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ მან ამ ამბის შესახებ ოვალურ კაბინეტში დაგეგმილი ღონისძიებამდე შეიტყო. იუწყება CNN
„ეს სამარცხვინოა. ამის შესახებ ახლახან გავიგეთ, როდესაც ოვალური კაბინეტში შევედით, ახლახან გავიგეთ ამის შესახებ. მგონი, ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა, წინა მოვლენების გათვალისწინებით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, იცით, ისინი მრავალი, მრავალი ათწლეულის და საუკუნის განმავლობაში იბრძოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.
„უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება,“ - დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ყურადღებით აკვირდება მოვლენებს“.
შეგახსენებთ, ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პაკისტანში „ტერორისტულ“ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელა.
მედიის ცნობით, ინდოეთის იერიშის შედეგად დაიღუპა რვა და დაშავდა 38 ადამიანი.