ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუძლია მიიღოს.
კადიროვმა ასეთი კომენტარი გააკეთა თავის სიტყვებზე, რომელიც ამჟამინდელი თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნას ეხებოდა.
„ბევრმა ვერ გაიგო ჩემი სიტყვების მნიშვნელობა გადადგომის შესახებ. მე არ ვწყვეტ, დავრჩები თუ არა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე. კი, შემიძლია ვკითხო ან შეთავაზო. მაგრამ როგორც არ უნდა ვთქვა, როგორც არ უნდა ვთხოვო, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია - ჩვენს უზენაეს მთავარსარდალს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს“, - დაწერა მან Telegram-არხზე.
მანამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადადგომა სურს და იმედი გამოთქვა, რომ ამაში მხარდაჭერას მიიღებს.
„მეორე მხარეს საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა ექნება“, - დასძინა ჩეჩნეთის ლიდერმა.