ხვალ, 27 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ შინდისში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სასმელი წყლის ჭაბურღილების პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის უფროსი არიან ტომბეტი და შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.
პროექტის ფარგლებში შინდისსა და ფხვენისში 2 ჭაბურღილი და სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 4 ჭაბურღილის მშენებლობა აქვს დაწყებული გორის რაიონის სოფლებში: მერეთში, საქაშეთში, ბროწლეთსა და დიცში, რომელთა მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.