დაღესტანში, მაჰაჩყალაში უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც პოლიციელების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა.
მედიის ცნობით, რუსეთის შსს-მ განაცხადა, რომ სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან სამართალდამცავების მანქანის მეშვეობით მიიმალნენ, მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.
დაღესტნის მეთაურის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, პოლიციელები ავტომობილის გაჩერებას ცდილობდნენ, როდესაც მათ მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა.