გუშინ, 4 მაისს, კლინიკა "ვივამედში" გარდაიცვალა პატიმარი იოსებ გორგაძე.
გორგაძე კლინიკაში გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან ჯერ კდიევ იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. მას შემდეგ, იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადვოკატის განცხადებით, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს. მისივე თქმით, პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით.