უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი“ რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის, - ამის შესახენ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი და კოალიცაი "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
"უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი“ რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის.
უკრაინას, რომლის განადგურებასაც რუსეთი 3 დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს.
დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი.
და სწორედ ამას ვერ იტანენ რუსქოცები: ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია. საკუთარი ქვეყნის მომავალით ვაჭრობა და გაყიდვა კი ღალატია." - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.