რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთ-უკრაინის შერიგების საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციისთვის საგანგებოდ არ ემზადებოდა, არამედ ცდილობდა დონბასის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
„ჩვენ ამისთვის განგებ არ მოვმზადებულვართ. ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დონბასის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მეორე მხარე სხვაგვარად ფიქრობდა და მოქმედებდა“, - განაცხადა პუტინმა.