უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ბოლო 24 საათში ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მტრის ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, რომლებიც აფართოებენ უკრაინის შორი დისტანციის შესაძლებლობებს - როგორც ცაში, ასევე ზღვაში.“
ჩვენი საზღვაო დრონის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება უკრაინული შესაძლებლობების ბრწყინვალე დადასტურება იყო. ჩვენმა არმიამ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე ძალიან ზუსტი ოპერაცია ჩაატარა.
მინუს კიდევ ერთი მეორე რუსული თვითმფრინავი 24 საათში. ასევე, განადგურდა სამხედრო საწყობები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს ყოფნას რუსეთის ფედერაციის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში და აგრესორს ფრონტის მთელ ხაზზე პასუხობს.
2 მაისის ღამეს, ოკუპირებულ ყირიმში მასშტაბური კომბინირებული დრონების შეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც სამხედრო ობიექტები, კერძოდ, ტაქტიკური ავიაციის აეროდრომები დაიბომბა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 2 მაისს, უკრაინის თავდაცვის
სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალურმა დანაყოფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს, საჰაერო რაკეტებით აღჭურვილი წყლის ზედა დრონების გამოყენებით, რუსული სუ-30 გაანადგურა.