აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პირადად დავინახე განწყობა, რომ შედგეს თანამშრომლობა, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უმთავრესი არის ის, რომ ორივე მხრიდან თანამშრომლობის განწყობა არსებობს. მე აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პირადად დავინახე განწყობა, რომ შედგეს თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული იქნება.
ეს ინტერესი არსებობს და ამაზე შეიძლება ცალსახად ვისაუბროთ იმიტომ, რომ ეს არაერთ უწყებაში დადასტურდა. არამხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც რა თქმა უნდა, პოლიტიკური უწყებაა, ამაზე ჩვენ ელჩთან და საელჩოსთანაც გვქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს დიალოგები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ჩვენი კომუნიკაცია არის თანმიმდევრული. ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც ახალი ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაცია გასაგებია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.