უკრაინული მედიის ცნობით, 1-ელი მაისის ღამეს, ოდესაზე რუსული დრონებით მასშტაბური იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
„ოდესაზე ფართომასშტაბიანი რუსული თავდასხმა. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო წინასწარი ინფორმაციით, კიდევ 15 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, სუპერმარკეტი, სკოლა და ავტომობილები“, - აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.