ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა შეუერთდეს „მსურველთა კოალიციის“ ძალებს და უკრაინაში სამხედროები გაგზავნოს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „მსურველთა კოალიციის“ დაგეგმვის პროცესი ნახევარი ეტაპზე იმყოფება, თუმცა ესტონეთი მზადაა, უკრაინაშიასეულის ზომის სახმელეთო ძალების დანაყოფი, ინსტრუქტორები და შტაბის ოფიცრები გაგზავნოს.
„რა თქმა უნდა, დანაყოფის გაგზავნამდე ჩვენ რიიგიკოგუს [ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო] მანდატს ვთხოვთ“, - დასძინა მან.
მიხალმა აღნიშნა, რომ ესტონეთი კვლავ მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საუკეთესო გზა ნატო-ში გაწევრიანებაა.
„თუ ნატო-ში გაწევრიანებას დრო დასჭირდება, უკრაინას მის ტერიტორიაზე განლაგებული მოკავშირე ძალების მიერ შეკავება და დაცვა უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს“, - თქვა მან.
„უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, ევროპული ოჯახის ნაწილი, ყველა ჩვენგანისთვის მოსკოვის იმპერიალიზმის წინააღმდეგ საუკეთესო სტრატეგიული გარანტიაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კეთილი საქმეების კეთება და არა მხოლოდ მათზე ფიქრი“, - თქვა მიხალმა.