ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაავალა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა. იუწყება Associated Press
შესაბამისი განკარგულება, რომელიც ფედერალურმა მოსამართლე რაის ლამბერტმა გასცა, ითვალისწინებს მედიაკორპორაციისთვის პრილის თანხის, 12 მილიონი დოლარის გადარიცხვას.
სასამართლოს მოსაზრებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.
„რადიო თავისუფლებამ“ 2025 წლის ბოლომდე ფედერალური მთავრობისგან კონგრესის მიერ გამოყოფილი კიდევ 77 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ მედიაკორპორაციას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
„რადიო თავისუფლება“ 1953 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა. ის აშშ-ის „გლობალური მედიის სააგენტოსთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხებით ფუნქციონირებს. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც შვიდ სააგენტოს საქმიანობა შეიზღუდა.
"რადიო თავისუფლებამ" და "ამერიკის ხმამ" სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.