ესპანეთში განაცხადეს, რომ სამშაბათს, 29 აპრილის დილის მონაცემებით, ელექტროენერგიის მიწოდება 99%-ით აღდგა. ამის შესახებ El Pais იუწყება. აღდგენილია სატრანსპორტო ქსელის ქვესადგურების 100%-ის მუშაობაც.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მთელი ღამე ენერგოსისტემის ოპერატორის, Red Electrica-ს შტაბ-ბინაში გაატარა.
„ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ მიწოდების აღსადგენად. მადლობა ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ნორმალური ცხოვრების აღსადგენად“, - დაწერა მან.
სანჩესს Red Eléctrica-ს ცენტრალუტ ოფისში ახლდნენ ვიცე-პრემიერი მარია ხესუს მონტერო და სარა ააგენი.
სამშაბათს, დილის 9 საათზე, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელსაც მეფე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, მთელი პირენეის ნახევარკუნძული - ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთის ნაწილი - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.