ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებმაც თავად მოითხოვეს ეს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ დროისთვის მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ მოითხოვეს.
ესპანეთის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქის რეგიონში, ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა მოხდა.
გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა პორტუგალიასა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში.