აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილაპარაკა იმაზე, თუ რით განსხვავდება მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა პირველისგან.
ამის შესახებ მან The Atlantic-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რეპორტიორებმა ტრამპს ჰკითხეს, განსხვავდებოდა თუ არა მისი მეორე ვადა პირველისგან.
მან უპასუხა, რომ დიახ:„პირველი ვადის დროს მქონდა ორი საქმე – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ყველა არაკეთილსინდისიერი იყო. მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც კრძალავს პირის პრეზიდენტად არჩევას ორზე მეტჯერ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ მიუმართავს იუსტიციის დეპარტამენტისთვის, შეისწავლოს მისი 2028 წლის მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრის კანონიერება.
„ეს დიდი დარღვევა იქნებოდა, არა?“ - რიტორიკულად იკითხა მან.