იტალიის პარლამენტის წევრი, ლია კუარტაპელე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მისი თქმით, იტალია ზურაბიშვილისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სიმამაცეს უჭერს მხარს .
"დღეს, ყველა პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შევხვდით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ლიდერობასა და სიმამაცეს, ასევე მომიტინგეების სიმამაცეს, რომლებიც უკვე 150 დღეა მშვიდობიანად აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს X-ზე ლია კუარტაპელე.