კანადის ქალაქ ვანკუვერში, ლაპუ-ლაპუს ფესტივალზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილემ, სტივ რაიმ განაცხადა.
„ამ დროისთვის 11 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა რაიმ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე დასძინა, რომ დანაშაულის მოტივი უცნობია.
ინციდენტი 26 აპრილს, საღამოს, ფილიპინური ფესტივალის ლაპუ-ლაპუს აღნიშვნის დროს მოხდა.
მანქანის მძღოლი დააკავეს. ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, მომხდარი ტერორისტულ აქტს არ უკავშირდება.