კანადის ქალაქ ვანკუვერში, ქუჩის ფესტივალის მიმდინრეობისას ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ქალაქის პოლიციამ 27 აპრილს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, როდესაც მძღოლი ქუჩის ფესტივალის დროს ხალხში შევარდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
აღნსნულია, რომ ინციდენტი 26 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე (27 აპრილს, თბილისის დროით 07:00 საათზე) მოხდა. მანქანის მძღოლი დააკავეს.
ვანკუვერის მერმა კენ სიმმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ინციდენტი ქალაქის ფილიპინელ დიასპორაში ლაპუ-ლაპუს დღის აღნიშვნის დროს მოხდა.
„შოკირებული და ღრმად დამწუხრებული ვარ დღევანდელ ლაპუ-ლაპუს დღესასწაულზე მომხდარი საშინელი ინციდენტით... ჩვენი ფიქრები დაზარალებულებთან და ვანკუვერში მცხოვრებ ფილიპინელ თემთანაა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.