რომის პაპი ფრანცისკე, საკუთარი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ის 1903 წელს ლეო მე-13-ის დაკრძალვის შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელიც ვატიკანის გარეთ დაკრძალეს.
დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართა რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის, მასიმილიანო სტრაპეტის მონაწილეობით.
დღეიდან იწყება ცხრადღიანი გლოვა, რომლის განმავლობაშიც ყოველდღიურად აღევლინება მესა ფრანცისკეს სახელზე.