უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს.
სიბიჰას თქმით, ზელენსკიმ და მაკრონმა სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს.
"ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი პირისპირ საუბრობენ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“, - წერს სიბიჰა.
მისივე ინფორმაციით, ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსაც შეხვდა.
„პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს აქტიურ მუშაობას მოკავშირეებთან და ვატიკანში პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს“, - წერს სიბიჰა.
შეგახსენეთ, მამა,დე ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.