აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვამდე „ძალიან პროდუქტიული საუბარი“ ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ იუწყება Reuters თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორ სტივენ ჩუნგზე დაყრდნობით.
მისი თქმით, პრეზიდენტები ერთმანეთს „დღეს კერძო ფორმატში“ შეხვდნენ. მისივე თქმით, მედიას მოგვიანებით მეტ დეტალს მიაწვდის.
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხანმოკლე შეხვედრა დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე გამართეს.
BBC-ის ცნობით, დონალდ და მელანია ტრამპები უკრაინის ორ მხარდამჭერს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისსა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შორის სხედან. დაკრძალვაზე სტუმრების ადგილების განლაგება ფრანგულ ენაზე ქვეყნების დასახელების მიხედვით ანბანური თანმიმდევრობით არის დალაგებული.