რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი ესწრება.
დაკრძალვის ცერემონია ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მიმდინარეობს.
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში 25 აპრილს ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
იტალიაში პაპის დაკრძალვაზე ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სადაც, შესაძლოა, მათი მოლაპარაკებები გაიმართოს.
ასევე, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებიან: იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფელიპე.