მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკის დაიღუპა. ინფორმაციას BBC რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ ბალაშიხაში მოხდა.
ამასთან, რუსული ტელეგრამარხი Baza სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დისტანციური მართვის ბომბი გაჩერებულ მანქანაში აფეთქდა, როდესაც მოსკალიკმა მის სიახლოვეს ჩაიარა. აფეთქება მის სახლთან მოხდა.
მოსკალიკის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმაც დაადასტურა.