დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის საზარელი დარტყმა უკრაინის დედაქალაქზე იყო მკაფიო შეხსენება იმისა, რომ რუსეთი აგრესორია.
ჟურნალისტების შეკითხვაზე რუსეთის თავდასხმამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თავდასხმა იყო "ნამდვილი შეხსენება იმისა, რომ აგრესორი არის რუსეთი".
„ამიტომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი დათანხმდება უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“, - აღნიშნა სტარმერმა.
ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე კომენტირებისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მხარეები " ცეცხლის შეწყვეტისკენ დადდგმნულ ნაბიჯებში პროგრესს აღწევენ." მანვე დასძინა, რომ ის, რაც განიხილებოდა, იყო "მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა".