რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმიანება „ქართული ოცნების“ განცხადებას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნის შესახებ. „ქართული ოცნების“ განცხადების თანახმად, “საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება".
ზახაროვას აზრით, 2030 წლისთვის შესაძლოა ევროკავშირი აღარ არსებობდეს.
„მთავარია, რომ მათ, ვინც 2030 ან სხვა წლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, მაგ დროისთვის ჰქონდეთ სადმე გასაწევრიანებელი. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, კარგი რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი არ გამოვიდოდა." - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, „ევროკავშირში კრიზისული ფენომენი იმდენად აშკარაა და მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ არაფერია გასაკეთებელი მათთვის, ვინც ფიქრობს თავის ეროვნულ ეკონომიკაზე“, ამიტომ „ეს არის თითოეულის სუვერენული საქმე“.
ხოლო მათ, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს, „უნდა შეხედონ კონკრეტულ ციფრებს და არა მხოლოდ ლოზუნგებს“.
”ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ საქართველოსთან. მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობისა. მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემით და ურთიერთსასარგებლის საფუძველზე“, - განაცხადა ზახაროვამ.