კიევზე რუსეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
მაშველებმა სვიატოშინის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 27 წლის გოგონასა და კიდევ ერთი ადამიანის ცხედრები ამოიყვანეს.
უკარინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულია 90 ადამიანი.
24 აპრილის ღამეს რუსეთის ძალებმა კიევზე მასირებული კომბინირებული დარტყმები მიიტანეს. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 215 რაკეტა და დრონი გაუშვა, მთავარი დარტყმა კიევზე განხორციელდა, სადაც მთელი მთელი საცხოვრებელი კვარტალი დაზიანდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო მტრის 112 საჰაერო სამიზნე. მათ შორის „ისკანდერ-М"/KN-23“-ის ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტა, Х-101-ის ტიპის 31 ფრთოსანი რაკეტა. „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, Х-59/Х-69-ის ტიპის მართვადი ავიაბომბი, და Shahed-ის ტიპის 64 დრონი.
25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.