უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რაზეც რუსეთი ჯერ არ დათანხმებულა.
"ეს არის პირველი ნაბიჯი. და როცა ვსაუბრობთ კომპრომისებზე... რაზეც თქვენ სვამთ კითხვებს.
ჩვენ თავს დაესხნენ, მოახდინეს ტერიტორიიების ოკუპაცია, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ცოცხლად დამარხეს.
და ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ - ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს ჩვენს მიწაზე - დიდი კომპრომისია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა, სხვაზე მეტად არის დაინტერესებული ომის დასრულებით.
ამიტომ, მისი თქმით, ყველა სამშვიდობო ინიციატივა მნიშვნელოვანია და შეიძლება განხორციელდეს. მაგრამ ისინი ყველა იწყება სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტით.
„ამაზე ყველა თანახმაა, გარდა რუსეთის ფედერაციისა“, - დასძინა ზელენსკიმ.
მეორე წითელ ხაზად ზელენსკიმ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება დაასახელა. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს არის გაცვლა ყველა ყველაზე.
ზელენსკიმ მაინც გამოთქვა იმედი, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა საბოლოოდ მიაღწიოს ცეცხლის სრულ შეწყვეტას.