კიევში, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად“, - აღნიშნა კლიჩკომ.
შეგახსენებთ, 24 აპრილის ღამეს რუსეთის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 63 კი დაშავდა.