დღეს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის ურთიერთთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.
მემორანდუმის თანახმად, ბაზისბანკი უზრუნველყოფს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში.
"ჩვენ ვითანამშრომლებთ ამ უნივერსიტეტთან, ყველაზე მაღალქულიან სტუდენტებს დავუნიშნავთ სტიპენდიას, წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ ბაზისბანკში", _ განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა.