ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.
მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის საფრთხე ჯერ არ დგას, თუმცა თუ ასეთი რამ მოხდება, პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ "ოცნება":
„არ არის ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დღეს. ეს არის მოგონილი ხელისუფლების მიერ, კიდევ ერთი, იმისთვის, რომ ააფორიაქონ საზოგადოება და ვითომც და გადააბრალონ სხვებს, ეს თუ მოხდა ოდესღაც, რომ ეს მათი ბრალი არ არის. რეალურად, ეს საფრთხე დღეს ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა. არავისი სხვის, არც ევროპელების, არც საზოგადოების, ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი. მაგრამ ჩვენ ჯერ აქ არ ვართ, ჩვენ ჯერ ვიბრძვით და ყველაფერს შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ჩვენ ევროპულ გზას" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა.
ფოტო: პუბლიკა