გერმანია თურქეთისთვის Eurofighte-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გამო ბლოკავს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოთანის მთაარი პოლიტიკური მეტოქეა. ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობამ იმამოღლუს დაკავება დაასახელა, როგორც მნიშვნელოვანი მიზეზი ექსპორტის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
იმამოღლუს დაკავების კონტექსტში გერმანიის სამთავრობო წრეები „თურქულ დემოკრატიაზე თავდასხმაზე“ საუბრობენ.
Eurofighte გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი პროექტია, შესაბამისად, ამ ტიპის გამანადგურებლების ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის მთავრობის თანხმობა.
ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც.
იმამოღლუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტი ერდოღანი მომდევნო, 2028 წლის არჩევნებისთვის რეალური კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.