რაში გვჭირდება რეჟიმი რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს, - ამის შესახებ კოალიცი "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
"ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია!
„ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ.
ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“, - ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდა, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია: საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.
რატომ?
იმიტომ რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის.
ამიტომ ებრძვიან ევროპას;
მიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს;
ამიტომ იღებენ რუსულ კანონებს.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს.
რაში გვჭირდება რეჟიმი რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.