სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში.
CNN-ის წყაროების ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში სროლის შემდეგ 6 დაჭრილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება.
გარდა ამისა, გამოცემა მიუთითებს, რომ პოლიციის განცხადებით დაშავდა ხუთი ადამიანი, მაგრამ საავადმყოფოში ექვსი დაჭრილი გადაიყვანეს
გაურკვეველია არის თუ არა მეექვსე დაჭრილი ეჭვმიტანილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლას "სირცხვილი" უწოდა. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოითხოვოს ცვლილებები ქვეყნის იარაღის შესახებ კანონმდებლობაში. მისი თქმით, „იარაღი არ ისვრის, ამას ხალხი აკეთებს“.