აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წერს, რომ პარიზში ჩავიდა კონკრეტული მიზნით – იპოვოს პრაქტიკული გადაწყვეტილებები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
„პარიზში ჩავედი ერთი მიზნით: ვიპოვოთ რეალური, პრაქტიკული გადაწყვეტილებები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფთან და უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენელ კიტ კელოგთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიზანი – დავასრულოთ ეს ომი და შევაჩეროთ არასაჭირო სისხლისღვრა“,- წერს რუბიო X-ზე.